logo_geo
eng_logo
დავით ნარმანიამ ებრაელ ხალხს ხანუქის დღესასწაული მიულოცა
- +

25 დეკემბერი. 2016. 20:20





თბილისის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის მთავარ სინაგოგაში ებრაელ ხალხს ხანუქის დღესასწაული მიულოცა. დავით ნარმანიამ ხანუქის პირველი სანთელი აანთო და სინაგოგაში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა. დედაქალაქის მერმა ქართველებსა და ებრაელებს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან მეგობრობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისთვის დიდი პატივია ქართველ ებრაელებთან ერთად ხანუქის დღესასწაულის  აღნიშვნა.



„ჩვენ ყოველწლიურად ვუერთდებით და ებრაელ ხალხთან ერთად, მთელი გულით ვზეიმობთ ხანუქის დღესასწაულს, რომელიც სინათლის სიბნელეზე გამარჯვების, სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების  სიმბოლოა. თბილისი ყოველთვის იყო და მუდამ იქნება ტოლერანტული ქალაქი,  რომელიც ყველა ეროვნებისა და აღმსარებლობის ადამიანს აერთიანებს. თბილისი არის მშობლიური ქალაქი ჩვენი საყვარელი ებრაელი ძმებისათვის და ეს მრავალსაუკუნოვანი მეგობრული, ძმური ურთიერთობები დღეს უფრო და უფრო მტკიცდება. 

 

კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს. ვუერთდები თქვენს ზეიმს და გისურვებთ მშვიდობასა და კეთილდღეობას თქვენ და თქვენს ოჯახებს", - განაცხადა დავით ნარმანიამ.  



 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner