BBC-ის ინფორმაციით, ჩილეში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ასევე წყნარ ოკეანეში ეპიცენტრიდან ათასი კილომეტრის რადიუსში ცუნამის საშიშროება არსებობს.
მიწისძვრის სიმძლავრემ 7,7 მაგნიტუდა შეადგინა. სტიქია ქალაქ პუერტო-მონტის სამხრეთ დასავლეთით 225 კილომეტრში დაფიქსირდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი 15 კილომეტრის სიღრმეში მოხდა. ამ დროისთვის მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.