ორთაჭალაში ავტომანქანა მტკვარში გადავარდა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია მძღოლი. ადგილზე სამაშველო სამსახურის ბრიგადები არიან მობილიზებული.
მომხდარზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.