logo_geo
eng_logo
რაულ ჩილაჩავა: უღრმესი მადლობა ყველას, ვინც ეს იდეა ჩაიფიქრა და განახორციელა...
- +

26 დეკემბერი. 2016. 02:05


 

 

„ჯერ კიდევ 18 ოქტომბერს გამოქვეყნდა ცნობა, რომ წარდგენილი ვარ საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის წევრობაზე, რაც საბოლოოდ აკადემიის საერთო კრებას უნდა დაემტკიცებინა",- ამის შესახებ უკრაინაში მოღვაწე ცნობილი ქართველი პოეტი რაულ ჩილაჩავა სოციალურ ქსელში წერს.


„23 დეკემბერს, კრებაც შემდგარა და ჩემი კანდიდატურაც ერთხმად დაუმტკიცებიათ. ამასთან დაკავშირებით მეორე დღეა მომდის უამრავი მოლოცვა, რომლებზეც ცალ-ცალკე პასუხის გაცემა ძნელია. ვსარგებლობ fb-ს შესაძლებლობლებით და პირველ რიგში უღრმეს მადლობას მოვახსენებ ყველას, ვინც ეს იდეა ჩაიფიქრა და განახორციელა. ჩემი გულწრფელი მადლობა აკადემიის პრეზიდიუმს, ბატონ პრეზიდენტს, ყველა აკადემიკოსს ასეთი დაფასებისა და ყურადღებისთვის. გემადლიერებით ყველას, ჩემს ნაცნობ-უცნობ მეგობრებს ამ სიხარულის გაზიარებისა და გულითადი მოლოცვისთვის. მეც გულითადად გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელიწადს და გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს. ღმერთმა ნუ მოგვიშალოს ერთმანეთის სიყვარულის, თანადგომის, სხვისი წარმატების თუ მარცხის გულთან ახლოს მიტანის ნიჭი. სანამ საქართველოში არიან ადამიანები, რომლებსაც ძალუძთ უშურველად გასცენ საკუთარი გულის სითბო, ჩვენ გადაშენების საფრთხე არ გვემუქრება. ღმერთო, შენ დაიფარე საქართველო და ყველა ქართველი, ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქე და გულშემატკივარი, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი მიწა-წყალი, ენა, კულტურა და ისტორია. მრავალჟამიერ, ძვირფასო მეგობრებო. ერთხელ კიდევ ჩემი თაყვანი და მოწიწება თქვენ. გაიხარეთ!",- წერს  ჩილაჩავა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner