logo_geo
eng_logo
მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრება გაიმართა
- +

23 დეკემბერი. 2016. 19:02


 


საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, 23 დეკემბერს გაიმართა აკადემიის საერთო კრება. დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო სამი ძირითადი საკითხი - აკადემიის წევრთა სიითი შემადგენლობის დამტკიცება, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრის დამტკიცება და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სტიპენდიატების არჩევნები.


აკადემიის საერთო კრება შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ. ამავდროულად დამტკიცდა აკადემიის წევრთა სიითი შემადგენლობა (78 წევრი).


აკადემიის მთავარმა-აკადემიკოს მდივანმა ირაკლი ჟორდანიამ საერთო კრებაზე წარმოადგინა  უცხოელ წევრად - საქართველოს, უკრაინისა და ლატვიის მწერალთა კავშირის წევრის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ რაულ ჩილაჩავას კანდიდატურა, რომელიც აკადემიის წევრების მიერ ერთხმად დამტკიცდა.


რაც შეეხება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სტიპენდიატების არჩევნებს, აკადემიკოსმა ირაკლი ჟორდანიამ აკადემიის წევრებს გააცნო 2016 წლის 20 დეკემბერს სამეცნიერო განყოფილებებში სტიპენდიატთა შერჩევის შედეგები, - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სტიპენდიატთა არჩევნების დროებითი დებულების მე-19 მუხლის შესაბამისად, სამეცნიერო განყოფილებების მიერ, შერჩეული სტიპენდიატობის კანდიდატები  შეყვანილი იქნენ აკადემიის საერთო კრების საარჩევნო ბიულეტენში.  საარჩევნო კომისიამ (თავმჯდომარე, აკადემიკოსი მინდია სალუქვაძე) აკადემიის წევრებს აცნობა არჩვენების შედეგები, რის მიხედვითაც სტიპენდიატობის ცხრა კანდიდატი ხმათა უმრავლესობით არჩეული იქნა მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიატად.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner