logo_geo
eng_logo
ირაკლი კორძაია: სანდრა პეტრე ცაავას სულიერ მოძღვრად მოიხსენიებს...
- +

26 დეკემბერი. 2016. 03:33


 

 

„პეტრე ცაავა ყოფილი პრეზიდენტის, უფრო კი მისი მეუღლის ახლობელი და ადრე განსაკუთრებული მფარველობით გამორჩეული იერარქი იყო",- ამის შესახებ ჟურნალისტი ირაკლი კორძაია სოციალურ ქსელში წერს.


„ბუნებრივია, რომ შური, თვალთმაქცობა და ვერცხლთყვარება არის ყველგან. ყველგან სადაც ადამიანია... მეუფე პეტრეს შორენა თეთრუაშვილის გავლენა (რაც უდაო ფაქტია) მხოლოდ მას შემდეგ გაახსენდა, რაც კომფორტის ზონას დაშორდა. განვმარტავ თუ რას ვგულისხმობ - პეტრე ცაავა ყოფილი პრეზიდენტის, უფრო კი მისი მეუღლის ახლობელი და ადრე განსაკუთრებული მფარველობით გამორჩეული იერარქი იყო (თავად სანდრა მას სულიერ მოძღვრად მოიხსენიებს). სააკაშვილობისას პეტრე ცაავას გავლენა საპატრიარქოში საგრძნობი იყო. განაგებდა გარკვეულ მიმართულებებს, მათ შორის, საპატრიარქოს tv-ს. თუ რა ხდებოდა იმ პერიოდის პენიტენციურ სისტემაში, ყველამ იცით. სწორედ პეტრე ცაავა იყო ერთ-ერთი, ვინც დაუბრკოლებლად შედიოდა ყველა საპყრობილეში (მისი და ბაჩო ახალაიას სენტიმენტები ცალკე თემაა), ვითომდა ტუსაღების სანუგეშოდ, მათ სულიერ საზრდოზე საზრუნავად. ვინც პენიტენციურ სისტემაში ჩახედუალია, იცი, რომ ამას უანგაროდ ნამდვილად არ აკეთებდა. უბრალოდ საჭირო იყო საჩვენებელი მეუფე, რომელიც ყოველთვის დაადასტურებდა, რომ სააკაშვილის გულაგებში სრული სიმშვიდეა, პატიმრები თავს კარგად გრძნობენ. როდესაც სასჯელაღსრულების სამინისტროში დავინიშნე, შემთხვევით შევხვდით გლდანის ციხეში. ძალიან მოკლე კითხვა დავუსვი, დავუსვი ყველა წესის დაცვით - როგორც რიგითმა ქრისტიანმა მეუფეს (რიდით და მოწიწებით). საპასუხოდ ზურგი მაქცია და სწრაფი ნაბიჯით კიბეზე დაეშვა. მე არასოდეს შევხებივარ ამ თემას საჯაროდ. მე ბოდიშს გიხდით (განსაკუთრებით მორწმუნე საზოგადოებას), რომ დღეს მიწევს ამ თემაზე საუბარი. შეიძლება როგორც ყოფილ სტიქაროსანს და როგორც დახვრეტილი მიტროპოლიტის შვილთაშვილს (რომლის კანონიზაციაც მომავალ წელს ჩვენთვის არამეგობრულ ქვეყანაში მოხდება), ეს არ უნდა მეკადრა. მაგრამ, გასკდა გული ამ სულიწმინდით მოვაჭრეთა ყურებაში!",- წერს კორძაია. 





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner