logo_geo
eng_logo
ჯორჯ მაიკლი 53 წლის ასაკში გარდაიცვალა
- +

26 დეკემბერი. 2016. 11:30



მსოფლიო ვარსკვლავი, პოპულარული მომღერალი ჯორჯ მაიკლი 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჯორჯ მაიკლი გარდაცვლილი ლონდონში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში იპოვეს.


პოლიციამ ინფორმაცია მომღერლის გარდაცვალების შესახებ ოფიციალურად დაადასტურა და განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არანაირი საეჭვო გარემოება არ ფიქსირდება.


Daily Express მომღერლის მენეჯერზე მაიკლ ლიპმანზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა გულის უკმარისობა ყოფილიყო.


განცხადება გაავრცელა პოპ ვარსკვლავის წარმომადგენელმაც, სადაც მედიას და საზოგადოებას მოუწოდა, გაითვალისწინონ ჯორჯ მაიკლის ოჯახის წევრების მდგომარეობა მძიმე წუთებში.


 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner