logo_geo
eng_logo
„პატრიარქი უკეთესად არის, მკურნალობა გრძელდება“
- +

26 დეკემბერი. 2016. 11:45


 

პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესია", - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, ექიმმა ცისანა შარტავამ განუცხადა.


მისივე თქმით, პატრიარქის მკურნალობაში დადებითი დინამიკა გამოიკვეთა და ეს არის მნიშვნელოვანი.

 

პატრიარქი გაცილებით უკეთესად არის, დინამიკა დადებითია. მკურნალობა გრძელდება. ტემპერატურა არ აქვს. დანარჩენს დრო გვაჩვენებს. მთავარი ტემპერატურა არ არის, მთავარი სხვა რამეა, მაგრამ დინამიკა არის დადებითი და მდგომარეობა ბევრად უკეთესია. ღვთის შეწევნით, ყველაფერი კარგად მიდის", - განაცხადა ცისანა შარტავამ.


მისივე თქმით, პატრიარქი ამჟამად საპატრიარქოში იმყოფება.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner