logo_geo
eng_logo
გალტ & თაგარტის ყოველკვირეული, ეკონომიკური მიმოხილვა
- +

26 დეკემბერი. 2016. 12:07


 

 

 

ეკონომიკა



საგარეო ვაჭრობა: საქსტატის მონაცემებით, 2016 წლის ნოემბერში იმპორტი წლიურად 12.8%-ით გაიზარდა და 649.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო ექსპორტი 16.8%-ით გაიზარდა და 218.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. შედეგად, სავაჭრო დეფიციტი წლიურად 10.9%-ით გაიზარდა და 430.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ძირითადი საექსპორტო საქონლიდან ნოემბერში გაიზარდა მანგანუმის (16-ჯერ წ/წ), ღვინის (+52.4% წ/წ), სპირტიანი სასმელების (+72.3% წ/წ), ფეროშენადნობების (+19.6% წ/წ) და ციტრუსების (+259.2% წ/წ) ექსპორტი, ხოლო შემცირდა სპილენძის (-39.4% წ/წ), და მედიკამენტების (- 16.0% წ/წ) ექსპორტი.



2016 წლის ნოემბერში, 5 უმსხვილესი საიმპორტო საქონელი იყო: ნავთობი (+6.0% წ/წ), აირები (+15.2% წ/წ), ავტომობილები (+13.2%), მედიკამენტები (+7.9% წ/წ) და ტელეფონები (+40.5% წ/წ).

2016 წლის იანვარ-ნოემბერის განმავლობაში, იმპორტი შემცირებულია 0.7%-ით და შეადგენს 6.51 მლრდ აშშ დოლარს (ც-ჰეპატიტის მედიკამენტების გამორიცხვით), ექსპორტი შემცირებულია 5.0%-ით 1.92 მლრდ აშშ დოლარამდე, და შედეგად სავაჭრო დეფიციტი შეადგენს 4.59 მლრდ აშშ დოლარს (+1.2% წ/წ).



ეკონომიკური ზრდა: საქსტატის მონაცემებით, 2016 წლის მე-3-ე კვარტალში მშპ-ს რეალურმა ზრდამ 2.3% შეადგინა. ამასთან, ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორები იყო: სასტუმროები და რესტორნები (+13.4%), საფინანსო სექტორი (+9.8%) და ოპერაციები უძრავი ქონებით (+7.5%). ზრდა ასევე დაფიქსირდა საქართველოს ეკონომიკის უმსხვილეს სექტორებში: ვაჭრობა (+3.6%) და დამამუშავებელი მრეწველობა (+1.4%). კლება დაფიქსირდა ტრანსპორტში (-4.2%), კომუნიკაციებში (-0.5%) და სოფლის მეურნეობაში (-0.1%).



საბანკო სექტორი: კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა  2016 წლის ნოემბერში წლიურად 13.1%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხების ზრდა 9.5% იყო) და 17.8 მლრდ ლარი შეადგინა. ამასთან, საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 2016 წლის ნოემბერში წლიურად 14.8%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით ზრდა 10.7% იყო) და 16.2 მლრდ ლარი შეადგინა. ამასთან, დეპოზიტების დოლარიზაციამ შეადგინა 71.2% (+1.5%- ული პუნქტი თ/თ). საანგარიშო პერიოდში უმოქმედო სესხები 4.0%-ს გაუტოლდა (წინა თვესთან შედარებით 0.1%-ული პუნქტით მეტი).



სავალუტო ინტერვენცია: საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, წინა კვირაში გამართულ სავალუტო აუქციონზე 40 მლნ აშშ დოლარი გაყიდა, ლარის მკვეთრი მერყეობის შესარბილებლად. სავალუტო ინტერვენცია ეროვნულმა ბანკმა წელს 24-ჯერ განახორციელა (იყიდა 278 მლნ აშშ დოლარი და გაყიდა 280 მლნ აშშ დოლარი). ამასთან, წლის დასაწყისიდან ლარი 14.8%-ით გაუფასურდა აშშ დოლართან მიმართებაში.





 

ფულადი ბაზარი



რეფინანსირების სესხები: საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გასულ კვირას 1,200 მლნ ლარის (430.9 მლნ აშშ დოლარი) ღირებულების 7- დღიანი რეფინანსირების სესხები გასცა.



სადეპოზიტო სერტიფიკატები: საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გასულ კვირას 182-დღიანი, 20 მლნ ლარის (7.5 მლნ აშშ დოლარი) ნომინალური ღირებულების სადეპოზიტო სერტიფიკატები გაყიდა. საპროცენტო განაკვეთმა საშუალოდ 6.97% შეადგინა (10 საბაზისო პუნქტით მეტი წინა განთავსებასთან შედარებით).










ობლიგაციები





კორპორატიული ევროობლიგაციები: საქართველოს ბანკის ევროობლიგაცია (BGEOLN) დაიხურა 6.0%-იანი შემოსავლიანობით, ფასით - 100.3 (+0.1% წინა კვირასთან შედარებით). საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ევროობლიგაციები - GEOROG 05/17-ით ვაჭრობა დაიხურა ფასით - 100.9 (უცვლელი წინა კვირასთან შედარებით) და 4.4%-იანი შემოსავლიანობით, ხოლო GEOROG 04/21-ით ვაჭრობა დაიხურა ფასით 104.4 (+0.4% წინა კვირასთან შედარებით, 5.6%-იანი შემოსავლიანობით. საქართველოს რკინიგზის ევროობლიგაცია (GRAIL) ივაჭრებოდა 106.9 ფასად (უცვლელი წინა კვირასთან შედარებით), 6.3%-იანი შემოსავლიანობით.



საქართველოს სუვერენული ევროობლიგაცია (GEORG) დაიხურა ფასით - 109.7 (+0.5% წინა კვირასთან შედარებით), 4.4%-იანი შემოსავლიანობით.





აქციები




BGEO ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 29.59 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -5.55% წინა კვირასთან შედარებით და -4.18% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 471 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 29.54 - 31.45 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 106 ათასი აქცია შეადგინა, რაც გასული თვის მონაცემზე მეტია. FTSE



250      ინდექსი, რომელშიც BGEO შედის, წინა კვირასთან მოიმატა 0.70%-ით ხოლო წინა თვესთან მოიმატა 1.63%-ით. ნავაჭრი აქციების მოცულობამ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის 1.19% შეადგინა.



თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 14.69 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (-4.86% წინა კვირასთან შედარებით და +11.88% წინა თვესთან შედარებით). ვაჭრობის მოცულობამ 675 ათასს გადააჭარბა, GBP 14.45 - 15.63 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 216 ათასი აქცია შეადგინა.



საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის (GHG LN) აქციები დაიხურა 3.55 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (-4.96% წინა კვირასთან შედარებით და -1.53% წინა თვესთან შედარებით). ვაჭრობის მოცულობამ 75 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 3.50 - 3.80 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 13 ათასი აქცია შეადგინა. მოცემულ კვირაში ნავაჭრი აქციების მოცულობამ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის 0.06% შეადგინა.



საქართველოს საფონდო ბირჟაზე ლიბერთი ბანკის აქციები ივაჭრებოდა 0.017 ლარად (უცვლელი წინა კვირასთან შედარებით). შედეგად გალტ ენდ თაგარტის ინდექსი არ შეცვლილა და 1,176.94-ზე შენარჩუნდა.





მნიშვნელოვანი შეტყობინება:



„ეს დოკუმენტი მკაცრად კონფიდენციალურია და მომზადებულია სს "გალტ ენდ თაგარტის" ("Galt & Taggart") მიერ, რომელიც არის სს საქართველოს ბანკის ჯგუფის ("ჯგუფი") წევრი, მხოლოდ საინფორმაციო მიზნებისთვის და მასში ნახსენები კომპანიებისგან დამოუკიდებლად. ეს დოკუმენტი არ წარმოადგენს რაიმეს ნაწილს და არ უნდა იქნას განხილული, როგორც შეთავაზება ან კლიენტების მოზიდვა ან მოწვევა რაიმე აქტივების ყიდვისთვის ან გაყიდვისთვის, ან გამოწერისთვის და ამ დოკუმენტის არცერთი ნაწილი არ ქმნის საფუძველს კონტრაქტისთვის ან ვალდებულებისთვის და არ შეიძლება განხილული იყოს, როგორც რეკომენდაცია რაიმე მსგავსი ქმედებისთვის.

 

გალტ ენდ თაგარტი უფლებამოსილია აწარმოოს პროფესიონალური აქტივობა საქართველოს ბაზარზე. ამ დოკუმენტის ცირკულირება გარკვეული იურისდიქციების ფარგლებში შეიძლება აკრძალული იყოს კანონით. პირებს, რომელთა მფლობელობაშიც ეს დოკუმენტი აღმოჩნდება, გალტ ენდ თაგარტისგან მოეთხოვებათ დაიცვან ყველა ის შეზღუდვა, რომელიც მოქმედებს მათ მიმართ. ეს დოკუმენტი არ არის განზრახული გავრცელებისთვის, პირდაპირ ან ირიბად, ან გამოყენებისთვის ნებისმიერი პირის ან ორგანიზაციის მიერ, რომელიც არის რაიმე ადგილის, სახელმწიფოს ან სხვა რაიმე იურისდიქციის მკვიდრი ან მოქალაქე, სადაც ამგვარი გავრცელება, პუბლიკაცია, ხელმისაწვდომობა ან გამოყენება კანონის ან რეგულაციის საწინააღმდეგო იქნებოდა ან რომელიც მოითხოვდა რეგისტრაციას ან ლიცენზირებას ამგვარი იურისდიქციის ფარგლებში.

 

ინვესტიციები (ან მოკლევადიანი გარიგებები) განვითარებად ბაზრებზე დაკავშირებულია მნიშვნელოვან რისკთან და მერყევობასთან და შეიძლება არ იყოს ყველასთვის შესაფერისი. ამ დოკუმენტის მიმღებმა პირებმა უნდა მიიღონ საკუთარი საინვესტიციო გადაწყვეტილებები, რომლებიც მათ მიაჩნიათ სწორად, მათ საკუთარ ამოცანებსა და ფინანსურ მდგომარეობაზე დაყრდნობით. ამ პროცესში ამგვარი მიმღები პირები დარწმუნებული უნდა იყვნენ თავიანთ ქმედებებში, როცა ახორციელებენ რისკების შეფასებას, რომლებიც დამახასიათებელია განვითარებად ბაზრებზე ინვესტირებისთვის, მათ შორის პოტენციური პოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბილურობა, სხვა პოლიტიკური რისკები, კერძოდ, ცვლილებები კანონებში და ტარიფებში, აქტივების ნაციონალიზაცია და ვალუტის გაცვლითი კურსის რისკი.

 

გალტ ენდ თაგარტის ან ჯგუფის რომელიმე წევრის ან მათი დირექტორების, თანამშრომლების, ფილიალების, მრჩევლების ან აგენტების, ან რომელიმე სხვა პირის მიერ არ მომხდარა რაიმე რწმუნების, გარანტიის ან ვალდებულების წარდგენა ან აღება, აშკარად გამოხატულის ან ნაგულისხმევის, და ამ დოკუმენტს არ აქვს პრეტენზია მასში არსებული ინფორმაციის უტყუარობაზე, სისწორეზე და ამომწურავობაზე (და იმაზე, რომ რაიმე ინფორმაცია არ არის გამოტოვებული ამ დოკუმენტიდან) და არ შეიძლება მასზე დაყრდნობა. ეს დოკუმენტი არ უნდა განიხილებოდეს, როგორც ბაზრების, ინდუსტრიების და/ან კომპანიების სრული აღწერა, რომლებიც მასში არის ნახსენები. ამ დოკუმენტის არცერთი ნაწილი არ წარმოადგენს სამართლებრივ, საინვესტიციო, ბიზნეს ან საგადასახადო რჩევას, წარსულის ან მომავლის მიმართ, გალტ ენდ თაგარტის ან ჯგუფის რომელიმე წევრის ან მათი დირექტორების, თანამშრომლების, ფილიალების, მრჩევლების ან აგენტების მხრიდან. დოკუმენტის მიმღებებს მოეთხოვებათ ჩაატარონ მათი საკუთარი დამოუკიდებელი კვლევა და შეფასება ამ დოკუმენტში განხილულ საკითხებთან დაკავშირებით. ნებისმიერი საინვესტიციო გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნას მხოლოდ ინვესტორის პირადი შეხედულებით. კანონის თანახმად, გალტ ენდ თაგარტი ან ჯგუფის რომელიმე წევრი ან მათი დირექტორები, თანამშრომლები, ფილიალები, მრჩევლები ან აგენტები პასუხისმგებლობას არ იღებენ ნებისმიერ ვალდებულებაზე რაიმე ზიანის ან ზარალის მიმართ, რომელიც შეიძლება წარმოიქმნას, პირდაპირ ან ირიბად, ამ დოკუმენტის ან მისი შინაარსის რაიმე გამოყენების შედეგად, ან რაიმენაირად უკავშირდებოდეს ამ დოკუმენტს, ან რაიმე ქმედების, ან უმოქმედობის შედეგად რომელიმე მხარის მიერ, ამ დოკუმენტის საფუძველზე.

 

ამ დოკუმენტში არსებული ინფორმაცია ექვემდებარება შემოწმებას, სრულყოფას და ცვლილებას შეტყობინების გარეშე და გალტ ენდ თაგარტს არ აქვს რაიმე ვალდებულება ამ დოკუმენტში არსებული ინფორმაციის განახლების ან აქტუალურობის შენარჩუნების მიმართ. ამ დოკუმენტის მიწოდება არც ერთ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ არ მომხდარა ინფორმაციის ცვლილება ამ დოკუმენტის თარიღის შემდგომ ან იმ თარიღის შემდგომ, როდესაც ეს დოკუმენტი უკანასკნელად განახლდა, ან რომ ამ დოკუმენტში მოცემული ინფორმაცია უტყუარია რაიმე პერიოდისთვის იმ თარიღის შემდეგ, როდესაც მისი მიწოდება მოხდა, ან, თუ განსხვავებულია, ამ დოკუმენტში მითითებული თარიღის შემდეგ. გალტ ენდ თაგარტის ან ჯგუფის რომელიმე წევრის ან მათი დირექტორების, თანამშრომლების, ფილიალების, მრჩევლების ან აგენტების მიერ არ გაცემულა რაიმე რწმუნება ან გარანტია, აშკარად გამოხატული ან ნაგულისხმევი ამ ინფორმაციის სისწორესთან და ამომწურავობასთან დაკავშირებით.

 

ამ დოკუმენტში მოწოდებული ინფორმაცია და გამოთქმული მოსაზრებები ემყარება ინფორმაციას, რომელიც ხელმისაწვდომი იყო გამოცემის თარიღისთვის და წარმოადგენს მხოლოდ გალტ ენდ თაგარტის შიდა კვლევის ნაწილს. მოსაზრებები, პროგნოზები და შეფასებები, რომლებიც მოცემულია მასში, მიღებულია მესამე მხარის წყაროებიდან, რომლებიც მიჩნეულია სანდოდ და კეთილსინდისიერად, და შეიძლება შეიცვალოს შეტყობინების გარეშე. მესამე მხარის პუბლიკაციები, კვლევები და გამოკითხვები ზოგადად აჩვენებს, რომ ამ დოკუმენტში მოცემული ინფორმაცია მიღებულია წყაროებიდან, რომლებიც მიჩნეულია სანდოდ, მაგრამ არ არსებობს ამ მონაცემების სისწორის და ამომწურავობის გარანტია. შესაბამისად, არ შეიძლება დაყრდნობა ნებისმიერ იმ მონაცემზე, რომელიც მოცემულია ამ დოკუმენტში. არც გალტ ენდ თაგარტი, არც ჯგუფის რომელიმე წევრი, ან მათი დირექტორები, თანამშრომლები, ფილიალები, მრჩევლები ან აგენტები არ გასცემენ რაიმე რწმუნებას ან გარანტიას, აშკარად გამოხატულს ან ნაგულისხმევს, ამ დოკუმენტის სარგებლიანობაზე მომავალი საქმიანობის პროგნოზირების საკითხში, ან რომელიმე ფასიანი ქაღალდის ან აქტივის მიმდინარე ან მომავალი ღირებულების შეფასებაში.

 

გალტ ენდ თაგარტს და ჯგუფის ნებისმიერ წევრს შეიძლება ჰქონდეს ბიზნესი ან ცდილობდეს ბიზნეს-ურთიერთობის დამყარებას კომპანიებთან, რომლებიც მოცულნი არიან ამ კვლევით. შედეგად, ინვესტორებმა უნდა იცოდნენ ინტერესთა პოტენციური კონფლიქტის შესახებ, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს ამ დოკუმენტში არსებული ინფორმაციის ობიექტურობაზე.

 

ეს დოკუმენტი კონფიდენციალურია გალტ ენდ თაგარტის კლიენტებისთვის და კვლევითი მასალების გამომწერებისთვის. ამ დოკუმენტის ან მისი ნებისმიერი ნაწილის უნებართვო კოპირება, გავრცელება, პუბლიკაცია ან განმეორებითი გადაცემა რაიმე მედიით ან რაიმე ფორმით ნებისმიერი მიზნისთვის მკაცრად აკრძალულია.

 

ამ დოკუმენტის მიმღები პირები პასუხისმგებელნი არიან ვირუსების და სხვა დესტრუქციული მოვლენებისგან დაცვაზე. ელექტრონული გადაცემის მიღება ხდება მიმღები პირის საკუთარი რისკის ხარჯზე და წარმოადგენს მის პასუხისმგებლობას, მიიღოს ზომები, რომ ვირუსებისგან და სხვა დესტრუქციული მოვლენებისგან უზრუნველყოს დაცვა", - ნათქვამია „გალტ ენდ თაგარტის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




 

 

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner