საჯარო სკოლებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბრიდან დაიწყება. კანონმდებლობის თანახმად, ზამთრის არდადეგები 30 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, თუმცა, 2017 წლის 14 იანვარი შაბათი დღეა, შესაბამისად, სასწავლო პროცესი ორშაბათს, 16 იანვრიდან განახლდება.
კერძო სკოლები კი, სწავლის დაწყებისა და დასრულების თარიღს თავად განსაზღვრავენ.