logo_geo
eng_logo
კარლსონის საახალწლო თავგადასავალი - პრემიერა გრიბოედოვის თეატრში
- +

26 დეკემბერი. 2016. 12:25



26, 27 და 28 დეკემბერს თბილისის ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრში სპექტაკლის „კარლსონის საახალწლო თავგადასავალი" პრემიერა გაიმართება. სპექტაკლი საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით დაიდგა.



საბავშვო სპექტაკლი ასტრიდ ლინდგრენის ტრილოგიის მიხედვით, რეჟისორმა ლევონ უზუნიანმა დადგა.  მხატვარი - თეო კუხიანიძე, ქორეოგრაფი - დავით მეტრეველი.



24 დეკემბრიდან 9 იანვრის ჩათვლით გრიბოედოვის თეატრი მართავს ტრადიციულ საახალწლო სპექტაკლებს.  სულ ნაჩვენები იქნება 30 წარმოდგენა, რომელსაც ოცი ათასამდე მაყურებელი ნახავს. ესენია „ახალი საშობაო ზღაპარი" (რეჟ. ვახტანგ ნიკოლავა), „კონკია" (რეჟ. ავთანდილ ვარსიმაშვილი), „მოროზკო" (რეჟ. ლინდა ურბონავიჩუტე, ლიტვა) და „კუზიანი კვიცი" (რეჟ. ვახტანგ ნიკოლავა).



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner