ახმეტაში მომხდარი ავარიის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი მძიმედ დაშავდა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას, რომელმაც ადამიანის სისცოცხლის მოსპობა გამოიწვია.