შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის ორგანიზებით, საახალწლო დღესასწაულთან დაკავშირებით საქველმოქმედო ღონისძიება ჩატარდა. პროკურატურის თანამშრომლებმა კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს და შალვა აბულაძის ხუთშვილიან ოჯახს საკვები პროდუქტები, ტკბილეული და საახალწლო საჩუქრები გადასცეს.
ღონისძიება პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის" ფარგლებში გაიმართა და მისი მიზანია შეჭირვებული ოჯახებისთვის დახმარების გაწევა.