logo_geo
eng_logo
შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის ორგანიზებით საქველმოქმედო ღონისძიება ჩატარდა
- +

26 დეკემბერი. 2016. 13:59



შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის ორგანიზებით, საახალწლო დღესასწაულთან დაკავშირებით საქველმოქმედო ღონისძიება ჩატარდა. პროკურატურის თანამშრომლებმა  კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს და შალვა აბულაძის ხუთშვილიან ოჯახს  საკვები პროდუქტები, ტკბილეული და საახალწლო საჩუქრები გადასცეს.


ღონისძიება პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის" ფარგლებში გაიმართა და მისი მიზანია შეჭირვებული ოჯახებისთვის დახმარების გაწევა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner