„სამომხმარებლო ელექტროენერგიის ტარიფების შესაძლო გაზრდას, მგზავრობის საფასურის გაზრდასთან რანაირი კავშირი არ აქვს", - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.
„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის ტარიფების გაძვირება ჩვენ უახლოეს მომავალში არ გველოდება", - განაცხადა თბილისის მერმა.
შეგახსენებთ, რომ სემეკ-მა სამომხმარებლო ელექტროენერგიის ტარიფი დღეს უცვლელი დატოვა.