logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჟავანაძე: დათა ახალაია აუცილებლად უნდა გასამართლდეს!
- +

24 მარტი. 2016. 15:19



ინტერპოლმა დავით ახალაიაზე წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა შეწყვიტა. ამასთან დაკავშირებით უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე „რეპორტიორს" ესაუბრა. მისი თქმით, საერთაშორისო ძებნის შეწყვეტა განაპირობა ინტერპოლის ახალმა წესებმა და არა იმან, რომ ახალაია უდანაშაულოდ ცნეს. მჟავანაძე აბსურდს უწოდებს „ნაციონალების" განცხადებას, თითქოს ინტერპოლმა დათა ახალაია გაამართლა.


„თვალს ვადევნებ ამ პროცესს. „ნაციონალები" ამასთან დაკავშირებით ამბობენ, ინტერპოლმა იმიტომ შეწყვიტა ძებნა, რომ დავით ახალაია უდანაშაულოაო. ეს არასწორია. ინტერპოლმა შეცვალა ძებნის მეთოდოლოგია, რომელიც, ცოტა არ იყოს, გაუგებრობას იწვევს რიგ სახელმწიფოებში. ამ ახალმა წესებმა გამოიწვია ახალაიაზე ძებნის შეწყვეტა. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ახალაია უდანაშაულოა. დამნაშავეა თუ არა, ამას ინტერპოლი არ წყვეტს. ინტერპოლი არ არის სასამართლო ინსტანცია, რომ გადაწყვიტოს ძებნილი ადამიანების ბედი.  „ნაციონალები" რომ აცხადებენ,  თითქოს, ინტერპოლმა დავით ახალაია გაამართლა, ეს არის აბსურდი. ახალაია აუცილებლად უნდა გასამართლდეს, ის გვერდს ვერ აუვლის პასუხისგებას დანაშაულებისთვის. კიდევ ათწლეულები დასჭირდება „ნაციონალური მოძრაობის" საქმეების შესწავლას. საბოლოოდ კი ვერც ახალაია და ვერც სხვები თავს ვერ აარიდებენ განაჩენს, რომელსაც ქართველი ხალხი გამოუტანს", - განაცხადა მჟავანაძემ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner