logo_geo
eng_logo
თბილისში 200 დევნილ ოჯახს ახალი ბინის გასაღები გადაეცა
- +

26 დეკემბერი. 2016. 14:49



ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სამინისტრომ თბილისში ახალაშენებულ კორპუსში 200 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ბინა გადასცა.


დადიანის ქუჩაზე დევნილ ოჯახს ახალი ბინის გასაღები სოზარ სუბარმა და თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გადასცეს.


დადიანის ქუჩაზე ახალაშენებულ კორპუსებში არსებული 200 ბინიდან, 148 ერთოთახიანია, 27 ოროთახიანი, 25 სამოთახიანი.


დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყევტილებით, ამ ეტაპზე თბილისში 12 ნგრევადი შენობა დაიხურა და იქ მცხოვრებ ოჯახებს ბინები ახალაშენებულ კორპუსში გადაეცათ.


ჯამში თბილისში 29 ნგრევადი ობიექტია დახურული. 2012 წლიდან დღემდე თბილისში საცხოვრებელი ფართით 1800-მდე დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა.


თბილისის ზღვაზე ე.წ „ოლიმპიურ სოფელში" არსებული 200 ბინის გასაღებს კი დევნილი ოჯახები 2017 წლიდან იანვარში მიიღებენ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner