თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მგელიაშვილმა რომან შამათავას 8 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
რომან შამათავა ცნობილი იქნა დამნაშავედ პაატა ქარდავას და დავით ცინდელიანის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში და ასევე განზრახ მკვლელობის მცდელობაში.
მოსამართლემ ბრალდება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობა გადააკვალიფიცირა და განაჩენი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით გამოუტანა განაჩენი.
მოსამართლის გადაწყვეტილება, ცინდელიანის და ქარდავას ოჯახის წევრების პროტესტი მოყვა. ისინი აპროტესტებდნენ შამათავასთვის მისჯილ 8 წლიან სასჯელს და მისთვის უვადო პატიმრობას ითხოვენ.
პროკურორის განცხადებით, მკვლელობის მცდელობის კვალიფიკაციის მინიჭება სავარაუდოდ იმ მოტივით მოხდა, რომ ცინდელიანის და ქარდავას გვამები ნაპოვნი არ არის და მათზე სამედიცინო ექსპერტიზა არ ჩატარებულა.
პროკურორი აცხადებს, რომ მოსამართლემ დამნაშავედ ცნო მკვლელობის ფაქტზე და დაუმატა მუხლი მკვლელობის მცდელობის.
შამათავას ადვოკატი, ცინდელიანის და ქარდავას ოჯახის წევრები განაჩენის გასაჩივრებას გეგმავენ, ხოლო პროკურატურა განაჩენის დასაბუთებული გადაწყვეტილების შემდეგ ჩამოყალიბდება.