თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია „მაესტროს" ლოგო გია გაჩეჩილაძეს მიეკუთვნა.
საქმე ეხება ლოგოს გამოყენების უფლების ირგვლივ დავას, რომელშიც მონაწილეობას გია გაჩეჩილაძე და ტელეკომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ბაჩო კიკაბიძე იღებდნენ.
დღეს მოსამართლემ 2014 წლის 24 ოქტომბრის პარტნიორთა კრების ის ხელშეკრულება სცნო ბათილად, რომლის საფუძველზეც სტუდია მაესტროს 72% წილის მფლობელებმა ლოგო საკუთრებაში ბაჩო კიკაბიძეს გადასცეს. მოსამართლემ განაცხადა, რომ გენერალურ დირექტორს არ ჰქონდა უფლებამოსილება ოქმი გაეფორმებინა.
ბაჩო კიკაბიძის განცხადებით სასამართლოს მას ინტელექტუალური საკუთრება წაართვა.