ავტორი ანა ნოდია
„პირველ რიგში, ფილმი ქართველ საზოგადოებაზეა და არა „ნაციონალურ მოძრაობაზე", საუბარია, რა დაემართა ჩვენს საზოგადოებას, რისი მონაწილეები ვიყავით ამ წლების განმავლობაში", - რეჟისორი გოგა ხაინდრავა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის" 9-წლიან რეჟიმზე ფილმს იღებს, „რეპორტიორთან" დეტალებზე საუბრობს. როგორც ხაინდრავა ამბობს, ფილმს მაყურებელი მაისის ბოლოდან იხილავს. ხაინდრავას ინფორმაციით, ფილმის ნახვა 18 წლამდე ასაკის მაყურებლისთვის დაუშვებელი იქნება:
„ფილმში ნაჩვენები იქნება ის არაადამიანური დამოკიდებულება საკუთარი საზოგადოებისადმი და ისიც, თუ როგორ ხდებოდა ამის ორგანიზება. ნაჩვენები იქნება არა მხოლოდ ის, რაც საზოგადოებამ იცის, არამედ ისიც, რაც არ იცის. ვნახავთ საპატიმროებში შექმნილ ვითარებას. მე ვაჩვენებ ხალხს იმ სისტემას, სადაც ჩართული იყო ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილი - აქტიურად, პასიურად, გულგრილობით, დუმილით და როგორც მსხვერპლი.
დასავლეთმა „დემოკრატიის შუქურაც" ნახა, მაგრამ არაფერი შეცვლილა. ისინი იტყვიან, რომ ეს დადგმული ფილმია, ხაინდრავამ გადაიღო, მსახიობები თამაშობენ, მერე რა...
„დემოკრატიის შუქურაში" დოკუმენტური მასალებია გამოყენებული. მე ვერ დავდგამ ვერც 7 ნოემბერს და ვერც 26 მაისს, სადაც გაუგონარი სისასტიკით უსწორდებიან საკუთარ მოქალაქეებს. მე ძნელად მახსენდება, ასე გაშმაგებით დაპირისპირებოდა საზოგადოებას ვინმე, როგორც „ნაციონალური მოძრაობა" უპირისპირდებოდა საკუთარ ხალხს.
ძალიან მძიმე კადრები იქნება და შესაბამისად, 18 წლამდე ასაკისთვის ამ ფილმის ყურება დაშვებული არ იქნება. ფილმს არ გავუშვებთ იმ დროს, როცა ბავშვებს შეეძლებათ ტელევიზორის ყურება. იქნება მძიმე ეპიზოდები, რომელიც საზოგადოებას მაინცდამაინც კარგ ხასიათზე არ დააყენებს. ასევე იქნება კადრები, რომელიც მაყურებელს გაახალისებს", - აცხადებს ხაინდრავა.
იხილეთ სრული ინტერვიუ:
http://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=3412