24-26 დეკემბერს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მედიასტუდია „დროს" (ხელმძღვანელი თინათინ გაბუნია) ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი „ჟურნალისტიკის ზოგადი კურსი".
26 დეკემბერს ტრენერებმა - მედია „ჩეკერის" მთავარმა რედაქტორმა სალომე არშბამ, „საქართველოს ჟურნალისტიკის ეთიკის ქარტიის" წევრმა ნინო ჯაფიაშვილმა, „საზოგადოებრივი მაუწყებლის" დაგეგმვისა და პროგრამირების მენეჯერმა ლია წიკლაურმა სასახლის კაბინეტების მოსწავლეებისთვის ჩაატარეს ლექციები ჟურნალისტიკის სხვადასხვა მიმართულების შესახებ თემებზე: „ჟურნალისტური ეთიკა", ბავშვთა პრობლემები - „ბავშვების ხმა მედიაში", „რადიო და თანამედროვე ჟურნალისტიკის გამოწვევები". ტრენინგის დასასრულს, მის მონაწილეებს კურსის წარმატების გავლისთვის გადაეცათ შესაბისი სერტიფიკატები.
ტრენინგის მიზანი - მონაწილეები გაეცნონ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს (ბეჭდური, ტელე, რადიო, სოციალური მედია), პიარ - ტექნოლოგიებსა და სხვადასხვა თემების გაშუქებას მედიაში (სპორტი, ბიზნესი, ბავშვთა უფლებები), რათა ჩამოუყალიბდეთ სწორი ხედვა ჟურნალისტიკის შესახებ, შეძლონ ჟურნალისტური პროდუქტის შეფასება.