logo_geo
eng_logo
N8 დაწესებულებაში პოეზიის საღამო გაიმართა
- +

26 დეკემბერი. 2016. 17:47




სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N8 პენიტენციურ დაწესებულებაში პროექტ „ცოცხალი წიგნების" ფარგლებში არასრულწლოვან ბრალდებულთათვის პოეზიის საღამო გაიმართა. პროექტის მონაწილეებმა სოსო მეშველიანმა, გიორგი არაბულმა, ლია ლიქოკელმა და ქეთევან დუმბაძემ საკუთარი და თანამედროვე პოეტების ლექსები წაიკითხეს. სტუმრები ასევე ბრალდებულებს პროექტ „ცოცხალი წიგნების" შესახებ ესაუბრნენ და მათ სამომავლო გეგმებიც გააცნეს.


შეხვედრაზე არასრულწლოვანმა ბრალდებულებმაც წაიკითხეს ლექსები ცნობილი პოეტებისისა და საკუთარი შემოქმედებიდან.


სტუმრებმა N8 პენიტენციური დაწესებულების ბიბლიოთეკას წიგნები და ჟურნალები გადასცეს.


პროექტის ხელმძღვანელმა ქეთევან დუმბაძემ ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები ხელს შეუწყობს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საზოგადოებაში ინტეგრაციას.


„N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მოვიტანეთ კულტურის სამინისტროს მიერ გამოცემული წიგნები. მათ შორისაა დღიურები, პროზა და პოეზია იმ მწერლებისა, რომლებიც მონაწილეობას იღებენ პროექტცოცხალ წიგნებში". ძალიან ხშირად უნდა იყოს მსგავსი ღონისძიებები, რათა ამ ბავშვებს ვაჩვენოთ ბევრი სითბო და სიყვარული", - განაცხადა ქეთევან დუმბაძემ.


პოეზიის საღამო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და კულტურის სამინისტროს შორის დადებული უწყებათაშორისი მემორანდუმის საფუძველზე გაიმართა. მისი მიზანი ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციაა.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner