27 დეკემბერს, 18:00 საათზე, კულტურის სამინისტროში, რიგით VIII თეატრალური პრემია „დურუჯის" დაჯილდოვების ცერემონია გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.
„დურუჯი" - პირველი დამოუკიდებელი თეატრალური პრემიაა, რომელიც საქველმოქმედო ფონდის „ცისკარი" და „რედიქს ჯგუფის" ორგანიზებით უკვე მე-8 წელია იმართება. 2016 წელს, ჯამში 20 თეატრის 33 განაცხადი იქნა შემოტანილი. 7 წევრისგან დაკომპლექტებული ჟიური ნომინირებულ სპექტაკლებს 3 თვის განმავლობაში აფასებდა, რის შედეგადაც შეირჩა მეორე ტურში მონაწილე 21 ნომინანტი. დაჯილდოვების დღეს, ღონისძიებამდე რამდენიმე საათით ადრე, ჩატარდება ფარული კენჭისყრა ჟიურის წევრებს შორის, რომლებიც 21 ნომინანტიდან, 5 კატეგორიაში, საბოლოო გამარჯვებულებს გამოავლენენ.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, „საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორის" ნომინაციაში გამარჯვებულ კანდიდატს, პირადად გადასცემს კულტურის სამინისტროს მიერ დაწესებულ სპეციალურ ფულად პრემიას.
„დურუჯი 2016" გაიცემა შემდეგ ნომინაციებში: