logo_geo
eng_logo
მიხეილ ჯანელიძე: იმედია, საქართველოს შესახებ რეზოლუციას კონგრესი მხარს დაუჭერს
- +

24 მარტი. 2016. 15:35



საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუციის ინიცირება კიდევ ერთხელ ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების სრულ მხარდამჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტისადმი, ასევე ევროატლანტიკური მისწრაფებისადმი.



ამ მხარდამჭერი ჯგუფის მხრიდან მოხდა ინიცირება რეზოლუციის, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის სრულ მხარდამჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისადმი და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი და ზოგადად ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების სურვილს. ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდამჭერა გამოხატა ჩემი ვიზიტის დროს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორპარტიული მხარდაჭერა აქვს საქართველოს. იმედია, ეს რეზოლუცია მხარდაჭერილი იქნება კონგრესის მიერ", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.



მისივე თქმით, რეზოლუცია ხაზს უსვამს საქართველოს მიდგომას კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების საკითხთან დაკავშირებით.


23 მარტს, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა - ტედ პომ და ჯერალდ კონოლიმ აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის თაობაზე ორპარტიული რეზოლუციის პროექტი დაარეგისტრირა.


რეზოლუციის პროექტი გმობს რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებულ სამხედრო ინტერვენციასა და მისი ტერიტორიის ოკუპაციას, ასევე ოკუპირებული ხაზის გასწვრივ რუსეთის არაკანონიერ ქმედებებს. გარდა ამისა, მოუწოდებს რუსეთს, რომ გაიწვიოს საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება და უარი თქვას მის მიერ წარმოებულ ქმედებებსა და პოლიტიკაზე, რომელიც მიმართულია საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობის წინააღმდეგ. იგი ასევე მოუწოდებს რუსეთს, რომ გადადგას ნაბიჯები, ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ხელმოწერილი შეთანხმების ყველა პირობის შესასრულებლად.



რეზოლუცია ხაზს უსვამს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში ძირითად საკითხებზე პროგრესის მიღწევის საჭიროებას. ამასთან, რეზოლუცია მოუწოდებს აშშ-ის ადმინისტრაციას, ერთმნიშვნელოვნად განაცხადოს, რომ აშშ ნებისმიერი გარემოების მიუხედავად არ ცნობს საქართველოს შემადგენელ რომელიმე ნაწილზე რუსეთის დე იურე და დე ფაქტო სუვერენიტეტს.



აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში რეზოლუციის პროექტი დარეგისტრირების შემდგომ, მისი განხილვა მოხდება საგარეო საქმეთა კომიტეტში, რის შემდეგაც რეზოლუციის ტექსტს კენჭს უყრიან წარმომადგენელთა პალატის პლენარულ სხდომაზე.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner