EDU.ARIS.GE-ს ინფორმაციით,მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის თანახმად 1 იანვრიდან მასწავლებელთა სახელფასო ზრდა უნდა განხორციელდეს .
საუბარია სტატუსის შესაბამისი (უფროსი, წამყვანი, მენტორი) დანამატის გაზრდაზე და მაღალმთიან დასახლებაში მომუშავე პედაგოგების დანამატზე.
სტატუსის შესაბამისი დანამატები და ხელზე ასაღები ოდენობა:
ა) უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი - სრული დატვირთვის შემთხვევაში, ნაცვლად დღეს არსებული 180 ლარისა, იქნება 320 ლარი, ხელზე ასაღები - 256 ლარი.
ბ) წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი - სრული დატვირთვის შემთხვევაში, ნაცვლად დღეს არსებული 270 ლარისა, იქნება 500 ლარი, ხელზე ასაღები - 400 ლარი.
გ) მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი - სრული დატვირთვის შემთხვევაში, ნაცვლად დღეს განსაზღვრული 500 ლარისა, იქნება 700 ლარი, ხელზე ასაღები - 560 ლარი.
დ) მაღალმთიან დასახლებაში მომუშავე პედაგოგის დანამატი - 142 ლარი იქნება - საუბარია 10 000-მდე პედაგოგზე.
იმის გათვალისწინებით, რომ 2016 წლის დეკემბრის მდგომარეობით, მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებელი სქემაში ჯერ კიდევ არ გვყავს, მენტორის გაზრდილ დანამატს 0 მასწავლებელი მიიღებს.
სხვა სტატუსების მიხედვით მასწავლებელთა რაოდენობას თუ შევხედავთ, ანაზღაურების მატება შეეხება 18 494 უფროს მასწავლებელს და 213 წამყვან მასწავლებელს.