ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაქ ობამას განცხადებით, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, მონაწილეობის მიღება რომ შეძლებოდა, გამარჯვებას შეძლებდა, ვინაიდან ამერიკელების უმეტესობა მის ხედვებს მხარს უჭერენ.
„მე მჯერა პროგრესული ცვლილებების. არჩევნებში მონაწილეობა რომ მიმეღო, შევძლებდი ამერიკელების უმეტესობის მობილიზებას ამ ხედვის ირგვლივ. მე ეს ვიცი ხალხთან საუბრების შედეგად, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით მქონდა. მათ შორის ისინიც ვინც არ მეთანხმებოდა მეუბნებოდნენ, რომ ის ხედვა, ის მიმართულება, რომლებზეც მე მივუთითებ, ყველაზე სწორია", - განაცხადა ბარაქ ობამამ.