გამოცემა ria.ru-ს ინფორმაციით, რუსეთმა საქართველოდან მსხვილფეხა საქონლისა და მისგან მიღებული პროდუქციის ნაწილის შეტანა აკრძალა. გამოცემის ინფორმაციით, „როსსელხოზნადზორი" ამას დაავადება დერმატიტს უკავშირებს.
გარდა ამისა, აკრძალვა ეხება გენეტიკურ მასალებს, გადაუმუშავებელი ტყავის ნედლეულს, რომლებიც მიღებულია ამ ვირუსით დაავადებული საქონლისგან, მათ შორის მსხვილფეხა საქონლისგან.