logo_geo
eng_logo
„თელასისა“ და „ენერგო პრო ჯორჯიას“ მომხმარებლებისათვის ტარიფები უცვლელი რჩება
- +

26 დეკემბერი. 2016. 20:35



საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისია სამომხმარებლო ტარიფებთან დაკავშირებით, ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.


სემეკის ინფორმაციით, 26 დეკემბრის საჯარო სხდომაზე „თელასისა" და „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის" ელექტროენერგიის განაწილების, გატარების და მოხმარების 2017 წლის ტარიფების დამტკიცების შესახებ ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ პროექტებზე იმსჯელა.


როგორც სემეკ-ის ინფორმაციაშია აღნიშნული, კომისიის გადაწყვეტილებების შესაბამისად, „თელასისა" და „ენერგო პრო ჯორჯიას" საყოფაცხოვრებო და 0.4 კვ ძაბვის კომერციული მომხმარებლებისათვის ტარიფები უცვლელი დარჩა.


„თელასის" საყოფაცხოვრებო ტარიფები 2017 წლისათვის (ტარიფები მოცემულია დღგ-ს გარეშე):


0 - 101 კვტსთ და საერთო მრიცხველების მქონე მომხმარებლებისათვის- 11 თეთრი/კვტსთ;

 

101-301 კვტსთ-ის მომხმარებლებისათვის - 14.40 თეთრი/კვტსთ.

 

301 კვტსთ-ზე მეტი - 18.20 თეთრი/კვტსთ.


„ენერგო პრო ჯორჯიას" საყოფაცხოვრებო ტარიფები 2017 წლისათვის (ტარიფები მოცემულია დღგ-ს გარეშე):


0 - 101 კვტსთ და საერთო მოხმარების მრიცხველების მქონე მომხმარებლებისათვის - 10.978 თეთრი/კვტსთ;

 

101-301 კვტსთ-ის მომხმარებლებისათვის - 14.348 თეთრი/კვტსთ;

 

301 კვტსთ-ზე მეტი - 18.178 თეთრი/კვტსთ.


გარდა ამისა, 26 დეკემბრის საჯარო სხდომაზე კომისიამ დაადგინა „თელასისა" და „ენერგო პრო ჯორჯიასათვის" სამომხმარებლო ტარიფები110-35;10-6-3.3. კვ-ზე და განაწილებისა და გატარების ტარიფები:


„თელასის" სამომხმარებლო ტარიფი მაღალ ძაბვაზე 2017 წლისათვის (ტარიფები მოცემულია დღგ-ს გარეშე):


110-35 კვ - 12.324 თეთრი/კვტსთ;

 

10-6-3.3 კვ - 12.981 თეთრი/კვტსთ;

 

0.4 კვ - 16.740 თეთრი/კვტსთ.


„თელასის" ელეტროენერგიის განაწილებისა და გატარების ტარიფები 2017 წლისათვის (ტარიფები მოცემულია დღგ-ს გარეშე):


110-35 კვ - 1.270 თეთრი/კვტსთ;

 

10-6-3.3 კვ - 1.927 თეთრი/კვტსთ;

 

0.4. კვ - 5.686 თეთრი/კვტსთ.


„ენერგო პრო ჯორჯიას" სამომხმარებლო ტარიფები მაღალ ძაბვაზე 2017 წლისათვის (ტარიფები მოცემულია დღგ-ს გარეშე):


110-35 კვ - 11.502 თეთრი/კვტსთ;

 

10-6-3.3 კვ - 12.681 თეთრი/კვტსთ;

 

0.4 კვ - 16.776 თეთრი/კვტსთ.


„ენერგო პრო ჯორჯიას" ელეტროენერგიის განაწილებისა და გატარების ტარიფები 2017 წლისათვის (ტარიფები მოცემულია დღგ-ს გარეშე):


110-35 კვ - 1.504 თეთრი/კვტსთ;

 

10-6-3.3 კვ - 2.683 თეთრი/კვტსთ;

 

0.4.კვ - 6.778 თეთრი/კვტსთ.


ტარიფების მოქმედების ვადაა 2017 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner