Hürriyet Daily News-ის ინფორმაციით, ანკარაში თურქეთის ელჩის მკვლელობაში ეჭვმიტანილ პოლიციელს, მევლუთ ალტინტაშს პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის დაცვის სამსახურში მუშაობის დაწყება სურდა. ამის შესახებ მისმა დამ, სეჰერ ალტინტაშმა განაცხადა. თუმცა, მისი განმარტებით, ალტინტაში არ აიყვანეს, რადგან შესაბამისი სამუშაო გამოცდილება არ ჰქონდა.
„ის ალკოჰოლს სვამდა, არასოდროს ვაძალებდით მას ყურანის და ლოცვების წაკითხვას. არ გვაქვს ასეთი ოჯახი" ,- განაცხადა სეჰერმა.
გარდა ამისა, მისი განმარტებით, ალტინტაშმა არაბული ენა არ იცის. როგორც ალტინტაშის და განმარტავს, მის ძმაზე პოლიციის აკადემიაში სწავლის პერიოდში ერთ-ერთმა მისმა თანაკურსელმა დიდი გავლენა მოახდინა, თუმცა, მან უარყო ინფორმაცია, რომ მისი ძმა ფეთჰულაჰ გიულენთან არის დაკავშირებული, რომელსაც თურქეთის ხელისუფლება სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს.
შეგახსენებთ, რომ 19 დეკემბერს ანკარაში, რუსეთის ელჩზე თურქეთში ანდრეი კარლოვზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.