შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი კობა ნარჩემაშვილი „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში მოახლოებულ საპარლამეტო არჩევნებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ თუ ვითარება კრიტიკულ ნიშნულს მიუახლოვდა, დიდი შანსია, ბიძინა ივანიშვილმაც მიიღოს მონაწილეობა და საარჩევნო კამპანიას სათავეში ჩაუდგეს.
„ჩემი აზრით, ეს არ იქნება ორი პარტიით დაკომპლექტებული პარლამენტი. ისეთი პირი უჩანს, სულ ცოტა, ერთ-ორი მოთამაშე კიდევ შეემატება პარლამენტს. ახალ კონფიგურაციაზე ვამბობ და არა ძველ პარტიებსა და სახეებზე. „ქართულ ოცნებას" აქვს რესურსი, უმრავლესობით მოვიდეს, თუმცა, გამარჯვების მეტი შანსი ექნება, თუ დამოუკიდებლად იყრის კენჭს", - აღნიშნავს ნარჩემაშვილი.