უგანდაში, ალბერტის ტბაში ხომალდის გადატრიალების შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა. ბორტზე სულ 45 ადამიანი იმყოფებოდა. ნავს ადგილობრივი გუნდის ფეხბურთელები და მათი გულშემატკივრები გადაჰყავდა.
პოლიციაში განაცხადეს, რომ ნავი გადაიხარა, როდესაც ბევრი მგზავრი ხომალდის ერთ მხარეს გადავიდა. მაშველებმა მხოლოდ 15 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.
ალბერტის ტბაზე და აფრიკის სხვა ქვეყნებში მსგავსი ინციდენტები ხშირად ხდება, რადგან ნავები ძირითადად ზედმეტად დატვირთულები გადაადგილდებიან.