თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია „მაესტროს" ლოგო გია გაჩეჩილაძეს მიეკუთვნა. შეგახსენბთ, რომ საქმე ეხება ლოგოს გამოყენების უფლების ირგვლივ დავას, რომლის დაბრუნებასაც ტელეკომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ბაჩო კიკაბიძე მოითხოვდა.
დღეს მოსამართლემ 2014 წლის 24 ოქტომბრის პარტნიორთა კრების ის ხელშეკრულება სცნო ბათილად, რომლის საფუძველზეც სტუდია მაესტროს 72% წილის მფლობელებმა ლოგო საკუთრებაში ბაჩო კიკაბიძეს გადასცეს. მოსამართლემ განაცხადა, რომ გენერალურ დირექტორს არ ჰქონდა უფლებამოსილება ოქმი გაეფორმებინა.