logo_geo
eng_logo
სასამართლომ „მაესტროს“ ლოგო გია გაჩეჩილაძეს მიაკუთვნა
- +

26 დეკემბერი. 2016. 22:19



თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია „მაესტროს" ლოგო გია გაჩეჩილაძეს მიეკუთვნა. შეგახსენბთ, რომ საქმე ეხება ლოგოს გამოყენების უფლების ირგვლივ დავას, რომლის დაბრუნებასაც ტელეკომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ბაჩო კიკაბიძე მოითხოვდა.


დღეს მოსამართლემ 2014 წლის 24 ოქტომბრის პარტნიორთა კრების ის ხელშეკრულება სცნო ბათილად, რომლის საფუძველზეც სტუდია მაესტროს 72% წილის მფლობელებმა ლოგო საკუთრებაში ბაჩო კიკაბიძეს გადასცეს. მოსამართლემ განაცხადა, რომ გენერალურ დირექტორს არ ჰქონდა უფლებამოსილება ოქმი გაეფორმებინა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner