logo_geo
eng_logo
ქობულეთის კულტურის სახლში საპატიო ქობულეთელების დაჯილდოება გაიმართა
- +

26 დეკემბერი. 2016. 22:21



აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ქობულეთის კულტურის სახლში გამართულ ღონისძიებას დაესწრო. ღონისძიებაზე საპატიო ქობულეთელები დაჯილდოვდნენ. მუნიციპალიტეტის მიერ დაწესებული ჯილდოები კულტურის, განათლების, ჯანდაცვის, სპორტის, ბიზნესის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის სფეროებში და შშმ პირთა ინტეგრირებისათვის შეტანილი წვილილისა და დამსახურებისათვის წარჩინებულ ქობულეთელებს გადაეცათ.


დაჯილდოების ღონისძიებაზე ასევე გამოვლინდა წლის წარმატებული ახალგაზრდა, ხოლო წლის ქობულეთელის ტიტული მძლეოსნობაში რიოს ოლიმპიური ჩემპიონატის პრიზიორს ირაკლი თურმანიძეს ერგო. საპატიო სიგელი ირაკლი თურმანიძეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ პირადად გადასცა.


კულტურის სახლში საზოგადოების წინაშე მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფები და ინდივიდუალური შემრულებლები წარსდგნენ. დაჯილდოების ღონისძიება ქობულეთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner