logo_geo
eng_logo
2016 წლის საუკეთესო სპორტსმენად ლაშა ტალახაძე დასახელდა
- +

26 დეკემბერი. 2016. 22:35



სასტუმრო „ჰუალინგშში" სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ 2016 წელი შეაჯამა, სადაც სხვადასხვა ნომინაციაში საუკეთესო სპორტსმენები, სპორტული ფედერაციები და მწვრთნელები გამოვლინდნენ. 2016 წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტული ლაშა ტალახაძეს ერგო წილად.


გამარჯვებულები ცხრა ძირითად ნომინაციაში გამოცხადდნენ. საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი ზვიად პატარიძე გახდა; მეორე ნომინაციაში, საუკეთესო პარასპორტსმენი - ზვიად გოგოჭური, ირმა ხეცურიანი გახდნენ; მესამე, საუკეთესო სპორტსმენი არაოლიმპიურ სახეობაში - ანდრეი ზინჩენკო; მეოთხე, საუკეთესო მსაჯი - ედიშერ მაჩაიძე; მეხუთე, საუკეთესო სპორტული ფედერაცია - ძიუდოს ფედერაცია; მეექვსე, საუკეთესო გუნდად კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები დასახელდა; მეშვიდე, საუკეთესო ქალი სპორტსმენის ტიტული ანასტასია გოტფრიდმა მიიღო, მერვე ნომინაცია, საუკეთესო მწვრთნელი გიორგი ასანიძე გახდა და მეცხრე ნომინაცია, საუკეთესო სპორტსმენის ტიტული ლაშა ტალახაძემ მიიღო.


ღონისძიებაზე შვიდ ნომინანტს სპეციალური პრიზი გადაეცა.


პირველი, საუკეთესო სპორტული მენეჯერი ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლოზ ჯღარკავა; წლის აღმოჩენა ნიჩბოსანი, ოლიმპიური თამაშების ლიცენზიანტი ზაზა ნადირაძე; საუკეთესო ლეგიონერი საქარათველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია; სპორტულ მედიცინაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი ექიმი გიორგი ჭუმბურიძე და საქართველოს ოლიმპიური ნაკრების სამედიცინო ჯგუფი დასახელდა. საუკეთესო კომპანია - „სოკარი"; რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ქართული სპორტის განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის ბრაზილიაში საქართველოს საელჩოს თანამშრომლები და ელჩი ოთარ ბერძენიშვილი დაჯილდოვდნენ, საუკეთესო ახალგაზრდული ნაკრების ტიტული კი, რაგბის ახალგაზრდულმა ნაკრებმა მიიღო.


ღონისძიებას საქართველოს ხელისუფლების, სპორტული ფედერაციებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


ღონისძიება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner