logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: სირიის მხარდამჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებით, პოპულიზმს არ დავუშვებთ
- +

26 დეკემბერი. 2016. 23:32



პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ სირიის მხარდამჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებითაც გადაცემა 2030-ში ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ვითომ პატრიოტულ დროშას აფრიალებს, სინამდვილეში კი, მათ ისეთი ვითარების შექმნა სურთ, რასაც საბოლოო ჯამში, ძალიან ცუდ შედეგებამდე მივყავართ და ამის გამოცდილება უკვე არსებობს.


„სირიის მხარდამჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებით, პოპულიზმს არ დავუშვებთ.  საგარეო პოლიტიკაზე ისე საუბრობენ, თითქოს, პროდასავლური ჯგუფის წევრები არიან, რომელიც თეთრ დათვს, რუსეთს უტევს და ამარცხებს, ყველა დანარჩენი კი ქვეყნის სიკეთეზე არ ფიქრობს. საერთაშორისო დონეზე არაერთი დოკუმენტია მიღებული, რომლითაც ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ კი, სირიაში მიმდინარე პროცესები ფასდება და, რომელშიც საქართველო წარმომადგენლობითი ფუნქციით მონაწილეობს. ასე რომ, პოპულისტურ წამოყვირებებს და შეძახილებს ჩვენ სერიოზული პოლიტიკის გატარებას ვამჯობინებთ", - განაცხადა  ვოლსკიმ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner