ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ მოადგილეებთან ერთად საახალწლო პროდუქტები სოციალურად დაუცველ სხვადასხვა კატეგორიის ოჯახს გადასცა. მუნიციპალიტეტტმა გასული წლების მსგავსად საახალწლო საჩუქრებისთვის წელს ადგილობრივ ბიუჯეტში 50 000 ლარი გაითვალისწინა.
„ვაგრძელებთ პროექტს, რომელსაც მუნიციპალიტეტი ყოველწლიურად ახორციელებს. სოფლებში გამგებლის წარმომადგენლების მიერ მოწოდებული ინფორმაციების საფუძველზე სოციალურად შეჭირვებულ მრავალშვილიან ოჯახებს, შშმ პირებს, სოციალურად შეჭირვებულ, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ ოჯახებს, მარტოხელებს, უსინათლოებს და იძულებით გადაადგილებულ პირებს საახალწლო ნობათი მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გადაეცემა. პროექტი მომავალ წელსაც გაგრძელდება", -აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა.
გაუმჯობესებულ სოციალურ პაკეტს ოზურგეთის მუნიციპალტეტში მცხოვრები 305 ოჯახი მიიღებს.