logo_geo
eng_logo
დავით დარჩიაშვილი: განვიხილავთ, რომ ყრილობაზე ვიღაც ცხელთავიანებმა არ დაიწყონ წივილ-კივილი
- +

27 დეკემბერი. 2016. 01:25



„ნაციონალური მოძრაობის" წევრმა დავით დარჩიაშვილმა Palitranews-ის გადაცემა „360 გრადუსში" წამყვანის კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია, გიგა ბოკერიას ფლანგისთვის შემდეგი პოლიტიკური გაჩერება პარტია „ევროპული საქართველო" იყოს, დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ ამას ვერც დაადასტურებს, ვერც უარყოფს და ვერც გამორიცხავს.


„ეს სავსებით შესაძლებელია, მაგრამ რაც ამ ეტაპზე განიხილება, არის 20 იანვრის ყრილობის მცდელობები, მისი შინაარსი და დღის წესრიგი - შევთანხმდებით იმაზე, რომ იქ ვიღაც ცხელთავიანებმა არ დაიწყონ წივილ-კივილი თუ არ შევთანხმდებით.

 

„ნაციონალურ მოძრაობაში" მყავს თანამოაზრეები, რომელიც თუკი ყრილობის მიერ გამოცხადდებიან ლამის მტრებად, მაშინ ამ პარტიაში არც იმათთვის და არც ჩემთვის ადგილი არ არის", - აღნიშნა დარჩიაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner