logo_geo
eng_logo
გიორგი ჩიქოვანი: ეს რეფორმა დროული და საჭიროა ჩვენი სახელმწიფოსთვის!
- +

ავტორი ნინო ჯიბუტი

24 მარტი. 2016. 15:49



„სასიხარულოა, რომ განათლების რეფორმა „მკვდარი"  წერტილიდან დაიძრა და იდგმება ქმედითი ნაბიჯები", - განცხადებას „ახალგაზრდული ცენტრის" წარმომადგენელი გიორგი ჩიქოვანი „რეპორტიორთან" საუბრისას აკეთებს:


„დღეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა განათლების რეფორმის გეგმა წარადგინა და  სწავლის ახალი მოდელი რადიკალურად განსხვავებულია დღეს არსებული მოდელისაგან.  ჩვენი ორგანიზაცია ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ  მოუწოდებდა მთავრობას, რომ საშუალო და უმაღლესი განათლების მხრივ საქართველოში კატასტროფული მდგომარეობა გახლავთ; რომ ეს სფერო  საჭიროებს ძირეულ რეფორმებს!

 

სასიხარულოა, რომ განათლების რეფორმა „მკვდარი"  წერტილიდან დაიძრა და იდგმება ქმედითი ნაბიჯები, რომლის დადებით შედეგსაც ჩვენი ქვეყანა რამდენიმე წელიწადში ნახავს. დღეს უმაღლესი სასწავლებლის შემდგომ პრობლემას წარმოადგენს სამსახურის მოძიება. რეალობას თვალი გავუსწოროთ და ვთქვათ, რომ სამწუხაროდ, დღეს უმაღლესდამთვრებული ადამიანი არ  წარმოადგენს კონკურენტუნარიან კადრს შრომის ბაზარზე, ეს კი მნიშვნელოვნად აფერხებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და პოტენციალს. ახალი პროგრამა  ითვალისწინებს, რომ სტუდეტი სწავლის პროცესშივე შეძლებს პრაქტიკული ცოდნის მიღებას, მის პოტენციურ დამსაქმებელთან ურთიერთობით. 

 

პროგრამა საჭიროებებზე და შრომის ბაზარზე ორიენტირებულ პროფესიულ განათლებას გულისხმობს. ეს რეფორმა დროული და საჭიროა ჩვენი სახელწიფოსათვის, რადგან ახლა საქართველოს აქვს ახალი შესაძლებლობები, თავი დაიმკვიდროს ევროპის და მსოფლიო ბაზარზე. მზარდი კონკურენციის პირობებში კი ეს შეუძლებელია, თუ შენ არ გყავს მაღალკვალიფიციური კადრი.

 

ეს პროგრამა გახდება საფუძველი, რომ ჩვენს ქვეყანას ჰყავდეს კონკურენტუნარიანი  მაღალკვალიფიციური კადრები", - აცხადებს ჩიქოვანი.



იხილეთ გიორგი კვირიკაშვილის განცხადება:


http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=3386




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner