ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 29 წლის რუსეთის მოქალაქეს, ოკუპირებული ტყვარჩელის მკვიდრ რაშიდ კანჯიოღლის 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ბრალად ედება ხურჩაში მოკლულ გიგა ოთხოზორიას მკვლელობა.
განაჩენის გამოცხადებას ბრალდებული არ ესწრებოდა. მასზე ოფიციალურ თბილისს ძებნა აქვს გამოცხადებული.
19 მაისს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ოთხმა შეიარაღებულმა პირმა, ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია. ინციდენტის შედეგად ოთხოზორია გარდაიცვალა.