25 დეკემბერს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ყოფილმა პოლიტპატიმარმა გიორგი გაბედავამ და ლევან მამულაშვილმა შიმშილობა დაიწყეს. ისინი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას მოითხოვენ და შეხვედრის მთავარ მიზეზად, ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობას ასახელებენ. როგორც გაბედავამ განაცხადა, ამ დრომდე მთავრობის წარმომადგენლებისგან გამოხმაურება არ მოჰყოლია მათ აქციას. ხოლო, თბილისის მერია მას პარლამენტის შენობის წინ კარვის გაშლის უფლებას არ აძლევს.
„ჯერ- ჯერობით ჩვენს შიმშილობას არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია მთავრობიდან. ყველა ჩუმად არის. მხოლოდ სახალხო დამცველის აპარატი დაინტერესდა და შედგა ოქმი. ასევე კარვის გაშლის ნებართვას არ მაძლევენ და როგორც, ვიცი ამის უფლება არ აქვთ. არც სამედიცინო მეთვალყურეობა არ არის. მხოლოდ ძალოვანი სამსახურების წარმომადგენლები მადგანან თავზე",- განაცხადა გაბედავამ.