logo_geo
eng_logo
„არსებობს მომენტები, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია, ის უბრალოდ არის და სულ იქნება…“
- +

27 დეკემბერი. 2016. 02:32



საქართველოს პარლამენტის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანა გოჩაშვილი სოციალურ ქსელში 2015 წლის პოსტს აზიარებს და ექს-პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით წერს:


„...თუმცა არსებობს მომენტები, რომელსაც დაწერა არ სჭირდება, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია, ის უბრალოდ არის და სულ იქნება... ერთი წელი გასულა...",- აღნიშნავს გოჩაშვილი.


აქვე შეგახსენებთ ანა გოჩაშვილის 2015 წლის სტატუსს:


„2011 წლის 18 ოქტომბერი იყო... ბატონ ბიძინასთან შესახვედრად პირველად სწორედ ამ დღეს მივედი... პირველი ვინც დაცვის შემდეგ ვნახე, ირაკლი ღარიბაშვილი იყო...19 ოქტომბრის 09:30 საათიდან შევუდექი მუშაობას. დღეს ოცნებაში ყოფნა მარტივია, მაშინ არც "ქართული ოცნება" იყო და ვერც მომავალზე შეიძლებოდა რამის თქმა მარტივად... ბევრი რთული დღე გავიარეთ...მისვლიდან 2-3 დღეში მახსოვს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩვენი გუნდის ერთ-ერთ წევრს კახეთში სახლი დაუწვეს, რამდენიმე დღეში ისიც სხვისგან გავიგე, რომ ეს ირაკლის სახლი იყო... ირაკლი საკუთარ პრობლემებზე არასდროს საუბრობდა... ჩურჩულით, ერთმანეთის გატანით, გვერდში დგომით, მივედით პირველ ოქტომბრამდე....

 

არასდროს დამავიწყდება სიხარული, რომელიც განვიცადე, როცა გავიგე ვინ იყო ჩვენი საარჩევნო სიის მეათე ნომერი, მეორე სიხარული მინისტრთა კაბინეტის წარდგენის დღე იყო. მახსოვს სულ რამდენიმე დღის დანიშნული იყო შინაგან საქმეთა მინისტრად. მაშინ მისთვისაც პირველი საჯარო ღონისძიება იყო მინისტრის რანგში... მე პრემიერს ვახლდი... დაცვა მოვიდა და მითხრა, ამ მანქანაში ჩაჯექით, მინისტრი გეძახითო... ვერ ვიმვხვდი უცებ რომელ მინისტრზე მეუბნებოდნენ... მანქანაში ირაკლი დამხვდა რაღაც მკითხა, მეც ვუპასუხე... არასდროს დამავიწყდება ის დღე... არასდროს დამავიწყდება დღე, როდესაც ყველაზე მეტად მიჭირდა და ისე დამიდგა გვერდით, ალბათ დღეს არც ახსოვს...

 

არასდროს დამავიწყდება დღე, როდესაც ბატონი ბიძინა მიდიოდა და ირაკლი მოდიოდა... ოო, ძალიან ბევრი ვიტირე მაშინ... მიდიოდა ადამიანი, რომლისგანაც მე იმდენი რამე ვისწავლე, იმედი მაქვს მთელი ცხოვრება გამყვება და იმ გზით ვიცხოვრებ. ერთადერთი მიხაროდა ის, რომ მოდიოდა ადამიანი, რომელსაც ბატონი ბიძინა ყველაზე მეტად ენდობოდა...

 

მოსაყოლი და გასახსენებელი იმდენი დამიგროვდა ჩემი 32 წლის ასაკში, ვფიქრობ მემუარების წერა უკვე უნდა დავიწყო თუმცა არსებობს მომენტები, რომელსაც დაწერა არ სჭირდება, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია, ის უბრალოდ არის და სულ იქნება...

 

დღეს ირაკლი თანამშრომლებს დაგვემშვიდობა...წარმატებები ირაკლის და ყველას, ვინც ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის მცირედს მაინც აკეთებს!"


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner