თელავში ალაზნის გამზირზე შენობა დაიწვა. ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით, ცეცხლი ალაზნის გამზირზე მდებარე თივით სავსე საწყობს გაუჩნდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებული იყო 6 სახანძრო-სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.
ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია, რის შედეგადაც არავინ დაზიანებულა. ასევე ირგვლივ მდებარე საცხოვრებელ კორპუსებზე ცეცხლი არ გავრცელებულა.