logo_geo
eng_logo
თელავში ალაზნის გამზირზე თივის საწყობი დაიწვა
- +

27 დეკემბერი. 2016. 02:31



თელავში ალაზნის გამზირზე შენობა დაიწვა. ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით, ცეცხლი ალაზნის გამზირზე მდებარე თივით სავსე საწყობს გაუჩნდა.


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებული იყო 6 სახანძრო-სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.


ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია, რის შედეგადაც არავინ დაზიანებულა. ასევე ირგვლივ მდებარე საცხოვრებელ კორპუსებზე ცეცხლი არ გავრცელებულა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner