შავ ზღვაში მიმდინარე სამძებრო სამუშაოების შედეგად მაშველებმა, ჩამოვარდნილი Ту-154-ის შავი ყუთი და კიდევ სამი ცხედარი აღმოაჩინეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შავ ყუთს ექპერტები გამოიკვლევენ, ხოლო ცხედრებს მოსკოვში გადაასვენებენ.
სააგენტო „იტარ-ტასი" საკუთარ წყაროზე დაყრნდობით წერს, თვითმფრინავის უკანა ნაწილის დაზიანება მეტყველებს იმაზე, რომ მფრინავი სავრაუდოდ ლაინერის წყალზე დასმას ცდილობდა.
უკვე იდენტიფიცირებულია ორი ცხედარი, ერთ-ერთი მათგანი ავილაინერის მფრინავი, რომან ვოლკოვია.
სააგენტო „იტარ-ტასის" ცნობით, ავიაკატასტროფის მიზეზის მთავარ ვერსიად ამჟამად ძრავაში უცხო საგნების მოხვედრა განიხილება.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ლაინერი, რომლის ბორტზე 92 ადამიანი იმყოფებოდა, სანაპიროდან 6 კილომეტრის დაშორებით ჩამოვარდა. დაღუპულებს შორის არიან რუსეთის პირველი არხის, НТВ-სა და „ზვეზდას" ჟურნალისტები, მედიკოსები, ალექსანდროვის სახელობის ცეკვისა და სიმღერის ანსამბლის 68 წევრი. ვლადიმერ პუტინმა 26 დეკემბერი ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადა.
თვითმფრინავის მგზავრებს, კონცერტი სირიაში, რუსულ ბაზაზე უნდა ჩაეტარებინათ. საჰაერო ტრანსპორტმა კატასტროფა სოჭის აეროპორტიდან აფრენიდან 20 წუთში განიცადა.