logo_geo
eng_logo
გელა ნიკოლაიშვილი: დავით ახალაია იყო სისტემის არათუ ნაწილი, არამედ შემქმნელი!
- +

24 მარტი. 2016. 16:05

 

 

ინტერპოლმა დავით ახალაიაზე ძებნა შეწყვიტა, ამის მიზეზი ლტოლვილის სტატუსის მიღებაა, რომელიც მას საბერძნეთის სასამართლომ მიანიჭა. ამ თემასთან დაკავშირებით, „რეპორტიორს" იურისტი გელა ნიკოლაიშვილი ესაუბრა. მისი თქმით, ახალაიაზე ძებნის განახლება და გასამართლება მხოლოდ იმის შემდეგ გახდება შესაძლებელი, რაც პროკურატურა დადებს კონკრეტულ მტკიცებულებებს.

 

„მთელი საზოგადოება და მათ შორის მე დარწმუნებულები ვართ, რომ დავით ახალაია იყო სისტემის არათუ ნაწილი, არამედ შემქმნელი. რა თქმა უნდა, მას ძალიან ბევრი სერიოზული დანაშაული აქვს ჩადენილი, მაგრამ რადგან თუნდაც მე, როგორც იურისტს, არ მაქვს მტკიცებულება მის წინააღმდეგ, ვერ ვიტყვი, რომ მტკიცებულებების გარეშე დაისაჯოს, ეს იქნება პოლიტიკური შეფასება. რაც შეეხება იმას, რომ ახალაიას ძებმა ინტერპოლმა შეწყვიტა, დაკავშირებულია ლტოლვილის სტატუსის მიღებასთან, რომელიც ახალაიას საბერძნეთის სასამართლომ მიანიჭა. ინტერპოლის წესით, ლტოლვილის სტატუსის მიღების შემდეგ პირზე ძებნა წყდეტა.

 

პროკურატურამ უნდა დადოს კონკრეტული და დამაჯერებელი მტკიცებულებები, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება ახალაიაზე საერთაშორისო ძებნის განახლება და გასამართლება. კონკრეტული მტკიცებულების გარეშე ადამიანის დამნაშავედ გამოცხადება არ შეიძლება, თუნდაც ზუსტად ვიცოდეთ მისი დანაშაულების შესახებ", - განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner