აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „Twitter"-ზე წერს, რომ გაერო არ იყენებს იმ პოტენციალს, რომელიც გააჩნია.
„გაერო-ს იმხელა პოტენციალი გააჩნია, მაგრამ ახლა ის წარმოადგენს კლუბს, სადაც ხალხი ერთმანეთს ხვდება, საუბრობენ და სასიამოვნოდ ატარებენ დროს. რა სამწუხაროა", - წერს დონალდ ტრამპი.
აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა 24 დეკემბერს გაერო-ს უშიშროების საბჭოს ისრაელთან დაკავშირებულ რეზოლუციაზე ვეტოს დადებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ მისი ინაუგურაციის შემდეგ „გაერო-სთან დაკავშირებით ყველაფერი შეიცვლება".