logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ჯეჯელავა: სახელმძღვანელოები იქნება უფრო მსუბუქი
- +

27 დეკემბერი. 2016. 12:13


 


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, სკოლების სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით 2 მნიშვნელოვანი ცვლილება იგეგმება.


მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ორი უმნიშვნელოვანესი ცვლილება შეგვაქვს 2017 წლიდან სახელმძღვანელოების საკითხში. ახალი სახელმძღვანელოების მომზადების პროცესი რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. სხვა შინაარსობრივ გაუმჯობესებასთან ერთად იქნება უფრო მსუბუქი, გაყოფილი იქნება ნაწილებად, ვინაიდან მოგეხსენებათ, ჩანთის სიმძიმის პრობლემა ბევრი ოჯახის უკმაყოფილებას იწვევს. წიგნების ხარისხობრივ გადამუშავებასთან ერთად ვმუშაობთ ელექტრონული წიგნების შექმნაზე. რა თქმა უნდა, იქნება არჩევითი. ოჯახის მიერ იქნება არჩეული იხელმძღვანელებს თუ არა ელექტრონული სახელმძღვანელოთი. ვფიქრობთ, დროთა განმავლობაში ელექტრონული სახელმძღვანელოების მოხმარების რაოდენობა გაიზრდება და უფრო ინტენსიური გახდება", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

 

საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრმა მინისტრთა კაბინეტის წევრებს, ასევე პოლიტიკოსებს, დიპლომატიური წრეების წარმომადგენლებს განათლების მიმართულებით დაგეგმილი რეფორმები გააცნო.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner