შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეწყალების აქტი გამოსცა, რომლის მიხედვითაც 175 მსჯავრდებული შეიწყალა.
ქორიძის განცხადებით, შეწყალებულთანგან 122 დღესვე დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას, 53 -ს კი სასჯელი შეუმცრდა.
მისი თქმით, შეწყალებულებს შორის არის 14 ქალია, აქედან 12 დღეს დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას, 2-ს კი სასჯელი შეუმცირდა.
ზვიად ქორიძის განცხადებით, შეწყალების კომისიამ 13 დეკემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით, 1142 პირის საქმე განიხილა.