თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის წევრები რექტორატს უნივერსიტეტის ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებენ. პრეტენზიები და შენიშვნები სტუდენტებმა ლადო პაპავას დახურულ შეხვედრაზე გააცნეს.
სტუდენტური თვითმმართველობის წევრები აცხადებენ, რომ მათ რექტორისგან დამაჯერებელი პასუხი ვერ მოისმინეს.
თვითმმართველობის წევრები ამბობენ, რომ გაუგებარია, რატომ ჰყავს რექტორს ხუთი თანაშემწე და ორი მრჩეველი, რომელთა ხელფასიც პროფესორ-მასწავლებელთა ანაზღაურებაზე გაცილებით მაღალია. მათ შენიშვნები აქვთ უნივერსიტეტის სამივილინებო ხარჯებთან დაკავშირებითაც.
თსუ-ს რექტორი არ იზიარებს სტუდენტების შენიშვნას, რომ რექტორის აპარატში შტატები ხელოვნურად არის გაზრდილი. ლადო პაპავა თანახმაა, უნივერსიტეტის ბიუჯეტის განკარგვა შიდა ან სახელმწიფო აუდიტმა შეისწავლოს.